„ყვავილი“
ინსტრუქცია
სახელი:
სოფიო
გვარი:
ეფრემიძე
კლასი: V
გამოყენება: ახალი მასალის „ყვავილის“ ასახსნელად.
მე-5 კლასში გაკვეთილის თემის „ყვავილის“ ასახსნელად გამოვიყენე
ელექტრონული რესურსი „ყვავილი“, რამაც გააძლიერა მოტივაცია მოსწავლეებში ახალი
მასალის ასათვისებლად. ასეთი სახით მომზადებულმა ვიდეო რგოლმა მოსწავლეებს გაუადვილა
გაეაზრებინათ და დაეკავშირებინათ ყვავილის აგებულება მის ფუნქციასთან. რესურსის გამოყენენება მარტივია,
გაკვეთილზე მის გამოსაყენებლად დამჭირდა
კომპიუტერი პროექტორით. აქ მოსწავლეებისათვის მარტივი და გასაგები ენით
მოთხრობილია ყვავილის ძირითად ნაწილების აგებულების კავშირზე მათ ფუნქციებთან, ასევე მოსწავლეებმა მიიღეს
ინფორმაცია ყვავილთა ესთეთიკურ ღირებულებებზე
და მათი დაცვის აუცილებლობაზე.
რესურსში საგანგებოდ
დაშვებულია ერთი შეცდომა თხრობის დროს, რომელიც ეხება მდედრობითი და მამრობითი
ყვავილის გამნმარტებას. ეს კი შეიძლება გამოვიყენოთ დავალების მისაცემად. როცა
დავასრულებთ მინი ლექციას და ვიდეო რგოლის წარმოდგენას, მოსწავლეებს მივცეთ ჯგუფური მუშაობა ამოიცნონ რესურსში დაშვებული შეცდმა და
სახელმძღვანელოს დახმარებით გაასწორონ ის.
აღნიშნული რესურსი შესაძლებელია
ეფექტურად გამოვიყენოთ სხვა კლასებშიც: მე-7 კლასში ყვავილოვანი
მცენარეების, საშუალო საფეხურზე კი ორმაგი განაყოფიერების შესწავლისას. რესურსები ასევე
შეიძლება გამოიყენოს ხელოვნების მასწავლებელმაც ესგ-თი გათვალისწინებული
საკითხების შესწავლის დროს. ასეთი რესურსებით წარმოდგენილი გაკვეთილი მარტივად აღქმადი,
ადვილად დასამახსოვრებელი და უფრო შთამბეჭდავია.
No comments:
Post a Comment