Monday, June 18, 2018


                        
]
„სათბურის ეფექტი და გლობალური დათბობა“,

    ინსტრუქცია


სახელი: სოფიო
გვარი: ეფრემიძე
კლასი: IX
                          გამოყენება: ახალი მასალის „ადამიანის საქმიანობის გავლენა გარემოზე“
                        ასახსნელად.
                 მე-9 კლასში გაკვეთილის თემის „ადამიანის საქმიანობის გავლენა გარემოზე“ ასახსნელად გამოვიყენე რესურსი სათაურით  - „სათბურის ეფექტი და გლობალური დათბობა“, ის არის მაკეტის სახით წარმოდგენილი თვალსაჩინოება. რესურსის დასამზადებლად გამოვიყენე შემდეგი სახის მასალა: პოლიეთილენის შედარებით სქელი პარკი, მყარი მავთულები, ფერადი ფურცლები, წებო, სტეპლერი ტყვიებით, სკოჩი და  მაკრატელი. ასეთი მასალისაგან დამზადებული რესურსი მსუბუქია, ამიტომ მისი გადაადგილება ადვილია, გამოყენება კი მარტივი. ის კლასებში სხვადასხვა დროს შეტანის საშუალებას იძლევა.
რესურსი  შეიძლება არა მარტო საშინაო დავალების სახით მივცეთ მოსწავლეებს, რომლებიც თავიანთი ფანტაზიით შექმნიან უფრო გაუმჯობესებულ ვარიანტს, არამედ უკვე დამზადებული  შევიტანოთ გაკვეთილზე და ავხსნათ გარემოში ნახშირორჟანგის დაგროვებით გამოწვეული სათბურის ეფექტი და მოსწავლეებთან ერთად ვიმსჯელოთ გლობალური დათბობის მავნე შედეგებზე. რესურსი შესაძლებელია ეფექტურად გამოიყენოს სხვა საგნის პედაგოგებმაც: ქიმია, გეოგრაფია გაკვეთილის თემისა და მიზნის გათვალისწინებით.  ზოგიერთ მოსწავლეს ხელით კეთებით უნარი კარგად აქვს განვითარებული ამიტომ მან შეიძლება უფრო გაამრავალფეროვნოს რესურსი, ასეთი თვალსაჩინოებით წარმოდგენილი მასალა მარტივად  აღქმადი  ადვილად დასამახსოვრებელი  და უფრო  შთამბეჭდავი გახადოს .





























No comments:

Post a Comment