Wednesday, June 7, 2017

პროექტი- წყალი სიცოცხლეა.

  პროექტი- წყალი სიცოცხლეა.
2017 -2018 სასწავლო  წლის  10 მარტიდან 10 აპრილამდე სალხინოს საჯარო სკოლის მე- 7 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პროექტი- წყალი სიცოცხლეა.  პროექტის ხელმძღვანელი სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის ბიოლოგიის მაწავლებელი სოფიო ეფრემიძე.

წარმოგიდგენთ პროექტის გეგმას და რეფლექსიას

სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის ავტორი

სახელი,გვარი
სოფიო ეფრემიძე
ქალაქი
ვანი
სკოლა
სსიპ სალხინოს საჯარო სკოლა
პროექტის დასახელება
„წყალი სიცოცხელეა“
პროექტის შინაარსი
პროექტი ეხება მოზარდ თაობაში წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენებას. ჯგუფები მოიძიებენ ინფორმაციას,რომელი წყლით მარაგდება ჩვენი ქალაქი,როგორია წყლის სისუფთავე,იმსჯელებენ საქართველოში ხმელეთის წყლების მდგომარეობაზე და მიზეზებზე რა გზებით ბინძურდება წყალი. განსაზღვრავენ პრობლემას და დასახავენ ამ პრობლემის გადაჭრის გზებს.
საგანი
ბიოლოგია
საფეხური/კლასი
VII კლასი/საბაზო საფეხური
პროექტის განხორციელების დრო
10 მარტიდან 10 აპრილამდე
პროექტის საფუძვლები

საგნობრივი სტანდარტები VII კლასი
ბუნ. VII.13 მოსწავლეს შეუძლია ხსნარების თავისებურებების შესახებ მსჯელობა.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·         ატარებს ცდებს და განასხვავებს ნივთიერებებს წყალში ხსნადობის მიხედვით.
·         განსაზღვრავს ზოგიერთი ნარევის კომპონენტებს
·         აგროვებს ინფორმაციას ბუნებრივი წლის დაბინძურების შედეგების შესახებ, გამოთქვამს ვარაუდს წყლის დაბინძურების თავიდან აცილების გზებზე.
რპროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები ისაუბრებენ სუფთა წყლის მნიშვნელობაზე. აღწერენ როგორია დღეს ხმელეთის წყლების მდგომარეობა, იმსჯელებენ, როგორ და რა გზებით ბინძურდება მდინარის წყალი, დაასაბუთებენ რა უნდა ვიცოდეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ წყლის რაციონალურად გამოყენებისათვის და მის დასაცავად.
მოსწავლეებს განუვითარდებათ პრობლემების აღმოჩენის, გადაწყვეტილების მიღების და თანამშრომლობის უნარჩვევები.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვები - როგორ გესმით წყალი სიცოცხლეა?
                                   რისთვის ვიყენებთ წყალს?
თემატური კითხვები-რა აბინძურებს წყალს?
შინაარსობრივი კითხვები- არის თუ არა წყალი გამოულევადი რესურსი?
                                                  რატომ დგას დღეს მტკნარი წყლის პრობლემა?



შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდები
შეფასების საშუალება/
ინსტრუმენტები
პროექტის დასაწყისში
გონებრივი იერიში
ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე როლური თამაში
გზის მიმცემი კითხვები
მონიშვნები
პროექტის მსვლელობისას
თვითშეფასება
ურთიერთშეფასება
რეფლექსია
დაკვირვება
მონიშვნები
პროექტის დასასრულის შემდეგ
თანატოლთა უკუკავშირი
გასასვლელი ბარათები
პრეზენტაციის გეგმა
შეფასების მოკლე მონახაზი
პროექტის მსვლელობისას ვაფასებ: მოსწავლეთა აქტიურობას, ჩართულობას, ინფორმაციის მოძიებას, პრეზენტაციის, ჯგუფური მუშაობის, მსჯელობისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების უნარჩვევებს.
წინარე ცოდნა
·         ქმნის მცირე ზომის ტექსტებს
·         ფლობს ციფრულ ტექნოლოგიებს
·         ამზადებს პოსტერებს
·         მოიძევს ინფორმაციას
სასწავლო პროცედურები
I კვირა-პროექტის დასაწყისში ვსვამ ზოგად კითხვას  „რისთვის იყენებთ წყალს?“.მოსწავლეები ჩამოთვლიან თავიანთ ვერსიებს და ავსებენ „გონებრივი იერიშის რუკას.“ამის შემდეგ დაფაზე ვაკრავ ცხრილს „ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე.“ ჩემს მიერ დასმული კითხვების დახმარეთ, მოსწავლეები პირველ სვეტში ჩამოწერენ რა იციან წყლის შესახებ? სად გვხვდება წყალი ბუნებაში და რამდენად რაციონალურად ვიყენებთ წყალს ადამიანები?
ამის შემდეგ კლასს დავყოფ ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს მივცემ დავალებებს.
პირველი ჯგუფის დავალება- ისინი მოიძევენ ინფორმაციას - თუ როგორ მოიპოვებენ ცოცხალი ორგანიზმები წყალს? მეორე ჯგუფი მოიძევს ინფორმაციას- თუ როგორ მოიპოვებს უდაბნოს ცოცხალი ორგანიზმების წყალს? მესამე ჯგუფის დავალება -როგორ და რა გზებით ბინძურდება წყალი. როგორი მდგომარეობაა მდინარე სულორის სანაპიროზე? მეოთხე ჯგუფის დავალება- ისინი იმსჯელებენ რა უნდა ვიცოდეთ და როგორ უნდა მოვიქცეთ წყლის რაციონალურად გამოყენებისათვის და მის დასაცავად.
II კვირა - მოსწავლეები შეისწავლიან , დაათვალიერებენ და დაასუფთავებენ მდინარე სულორის სანაპიროს.
გაკვეთილებზე იმსჯელებენ მდინარე სულორის სანაპიროს მდგომარეობაზე. იფიქრებენ პრობლემაზე და დასახავენ გზებს ამ პრობლემის გადასაჭრელად. მოსწავლეები ასევე გაკვეთილზე წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევარს. იყენებენ თვითშეფასებას და ურთიერთშეფასების რუბრიკებს. ინფორმაციის უკეთ გასაანალიზებლად სვამენ შეკითხვებს. უყურებენ ერთ-ერთი ჯგუფის მიერ შექმნილ ვიდეო რგოლს „წყალი დედამიწაზე“ დასასრულს მსჯელობენ სლაიდის შესახებ წყლის რესურსის შემცირება დედამიწაზე.
III- კვირა სასწავლო ექსკურსიის მოწყობა ვანის წყალმომარაგების სამსახურში . გაიმართა ინტერვიუ აღნიშნული სამსახურის უფროს თანამშრომელთან მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები:
·         რომელი წყლით მარაგდება ჩვენი ქალაქი?
·         როგორ კონტროლდება წყლის სისუფთავე?
·         სად გროვდება სასმელად ვარგისი გასუფთავებული წყალი?
·         რამდენი რეზერვური ამარაგებს ჩვენს ქალაქს?
·         IV კვირა-მოსწავლეები ჯგუფებში წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს, აკეთებენ პრეზენტაციებს. პროექტის შეჯამება ხდება შემდეგი კითხვების დასმით:
·         რით დაგაინტერესათ პროექტმა „წყალი სიცოცხლეა“?
·         რა ვისწავლეთ პროექტზე მუშაობის დროს?
·         რა შეიცვალა მუშაობის პროცესში?
·         რას გაითვალისწინებთ მომავალში?


დასკვნა:
პროექტის დასასრულს ვუბრუნდებით პროექტის დასაწყისში დასმულ კითხვარს და მოსწავლეები ავსებენ გასასვლელ ბილეთებს:
1.      რა იყო თქვენთვის ცნობილი საკითხთან დაკავშირებით?
2.      რომელი ახალი ცნებები და ტერმინები გაიგეთ?
3.      რომელი ნაწილით დარჩი კმაყოფილი?
4.      კითხვები რომელზეც მინდა პასუხის გაცემა?
5.      პასუხგაუცემელი კითხვები?
6.      მივიღე ახალი ინფორმაცია........
7.      მაქვს მომავალში მიზანი, რომ.....
სასწავლო პროექტის საჭირო რესურსები:
სახელმძღვანელო, ფორმატის ქაღალდი, მარკერი, ვიკიპედია, ფოტო მასალა, ფოტო/ვიდეო კამერა, მობილური ტელეფონი, პროექტორი, გასასვლელი ბილეთები.





   







რეფლექსია პროექტზე

პროექტზე მუშაობა მნიშვნელობა და საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის და ჩემი მოსწავლეებისათვის. აქტივობები გამომდინარეობდა პროექტის მიზნებიდან და ემსახურებოდა ესგ-ით გათვალისწინებული შედეგების მიღწევა მიღწევას. ყველა აქტივობა საინტერესოს წარიმართა, რამაც მოსწავლეთა აქტიური ჩართვა განაპირობა.
    პროექტის ფარგლებში მოსწავლეები საფუძვლიანად გაეცვნენ წყლის რესურსების მნიშვნელობას, რესურსების მარაგის გაფრთხილებას, გააცნობიერეს რომ თითოეული მოქალაქე ვალდებულია დაიცვას და არ დააბინძუროს წყალი.
·         პროექტის მიმდინარეობისას დასახული მიზნების მიღწევა სრულად მოხერხდა.
·         ყველა აქტივობა წარიმართა გაწერილი გეგმის შესაბამისად, მხოლოდ ვადების შეცვლა მოგვიწია უამიდობის გამო?
·         მოსწავლეებმა დიდი ინტერესით ჩაერთნენ მდინარე სულორის დასუფთავებას.
·         პროექტის მონაწილეთა სარგებელი იყო ის რომ მათ აუმაღლდათ სამოქალაქო ცნობიერება , მიხვდნენ თუ რა მნიშვნელობა აქვს წყლების სისუფთავეზე ზრუნვას და მის დაცვას გაიგეს რომ ცოცხალ სამყაროს არსებობის უმთავრესი ფაქტორი ზოგადად გარემოს და კონკრეტულად წყლის დაცვა.
·         გაუმჯობესებას ჩემი აზრით პროექტში საჭიროებს ის რომ წყლის სისუფთავის  ზრუნვაზე გაუმჯობესების მიზნით   მეტი აქტივობების ჩასმა.
·         პროექტის განხორციელებისას მოდიფიცირება არ მომხდარა
·         მსგავს პროექტზე მუშაობისას მომავალში გავითვალისწინებ სასწავლო ექსკურსიების მაშტაბურობას.

ვფიქრობ, ჩვენს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობებით აქტივობებით წარმატებით მივაღწიეთ პროექტის მთავარ მიზანს- მოწსავლეებმა გაიგეს ბევრი რამ წყლის რესურსების შესახებ, მიხვდნენ რომ სუფთა წყლის მოპოვება და მისი დაცვა ყველა ადამიანის მოვალეობაა, პროექტის მონაწილეებმა თავად გააკეთეს დასკვნა რომ წყალი სიცოცხლეა.









პრექტთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ პროექტის ფოტო მასალას.



მეორე კვირით გათვალისწინებული პროცედურები-მდინარე სულორის სანაპიროს  დასუფთავება







მესამე კვირით გათვალისწინებული პროცედურები



No comments:

Post a Comment