Wednesday, October 16, 2019

ნანა გიორგაძის სოციალური პროექტი „სუფთა ჰაერი ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია“

  „სუფთა ჰაერი ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია“


ნანა გიორგაძის სოციალური პროექტი

პროექტში მონაწილეობენ  ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები,


სოციალური პროექტის გეგმა
სოციალური პროექტის ავტორი

სახელი,გვარი
ნანა გიორგაძე
ქალაქი
ვანი
სკოლა
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლა
პროექტის დასახელება
„სუფთა ჰაერი ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია“
პროექტის შინაარსი
პროექტი ეხება მოზარდ თაობებში სუფთა ჰაერის აუცილებლობასა და მის მნიშვნელობას სიცოცხლისათვის.ჯგუფები მოიძიებენ ინფორმაციას,ჰაერის დაბინძურების გამომწვევ მიზეზებზე და მიღებულ შედეგებზე,იმსჯელებენ ქალაქების მდგომარეობაზე და ცალკეულ რეგიონებში რეალურ მაგალითებზე,დასახევენ ამ პრობლემების გადაჭრისა და მოგვარების გზებზე შესაძლებლობების ფარგლებში.
საგანი
ბუნება
საფეხური/კლასი
VI კლასი/დაწყებითი საფეხური
პროექტის განხორციელების ვადები
23 სექტემბრიდან 11 ოქტომბრამდე.

23 სექტემბრიდან 27 სექტემბერი. პირველი კვირის პროცედურების განხორციელება : პროექტის გეგმის , მიზნის ჩამოყალიბება, ზოგადი კითხვების დასმა, მონაწილეთა ჯგუფებად დაყოფა.27 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე: სკოლის მიმდებარე ტერიტორიის  დასუფთავება. ქ. ვანში ,სოფ.სულორში კურორტზე  სასწავლო ექსკურსიის მოწყობა.
4  ოქტომბრიდან 11  ოქტომბრომდე
დასკვნების გამოტანა და პრეზენტაციის მოწყობა.

მოსწავლეთა ჩართულობა პროექტის იდეის განვითარებაში, დაგეგმვაში, განხორციელებაში.

მოსწავლეებმა თავად მიიღეს მონაწილეობა პროექტის დაგეგმვაში,განვითარებასა და განხორციელებაში,მათ თავად დაგეგმეს პროექტის განხორციელების მიზნით გაწერილი აქტივობები და პროცედურები.მათ აინტერესებდათ მიეღოთ მეტი ინფორმაცია ქალაქის დაჭუჭყიანების გამომწვევ მიზეზებზე,ასევე რა როლს ასრულებს მცენარეები ატმოსფეროს დასუფთავებისა და ჟანგბადით გამდიდრების საქმეში.
პროექტის მონაწილენი თავად გამოიტანენ აზრს ,თუ რატომ არის სოფელი ჟანგბადით  უფრო მდიდარი განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში.
ამიტომ ჩასვეს ერთ-ერთ აქტივობად საკუთარი სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება.
საგნობრივი სტანდარტები V I კლასი
ბუნება VI კლასი .მოსწავლეს შეუძლია ჰაერის გაჭუჭყიანების გამომწვევ მიზეზებზე მსჯელობა,შედეგი თვალსაჩინოა თუ  მოსწავლე აკვირდება გარემოს.
განსაზღვრავს რა ზიანს აყენებს ნარჩენები ჰაერს ,იმსჯელებენ ნაგავსაყრელებთან დაკავშირებით პრობლემებზე.
აგროვებენ ინფორმაციას ბუნების დაბინძურების შედეგების შესახებ.გამოთქვამენ ვარაუდს ატმოსფეროს დაბინძურების თავიდან აცილების გზებზე  შესაძლებლობის გათვალისწინებით.
პროექტის სასწავლო მიზნები
მოსწავლეები იმსჯელებენ სუფთა ჰაერის მნისვნელობაზე,რა როლი შეაქვს მცენარეებს,ისაუბრებენ  ტყის მასივების მდგომარეობის შესახებ.იმსჯელებენ ჰაერის დაბინძურების გამიმწვევ მიზეზებზე,დაასაბუთებენ როგო უნდა მოვიქცეთ ჰაერის გაჭუჭყიანების შემთხვევაში,რათა თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა სახის ვირუსები,ბაქტერიები და  ა.შ…
პროექტის აქტუალურობა
პროექტი აქტუალურია იმდენად,რამდენადაც მოსწავლეებმა თავად გამოიჩინეს ინტერესი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით,ასევე მათ კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული საკითხის პრობლემურობა.თავად მიიღეს მონაწილეობა პროექტის დაგეგმვასა და განხორციელების გზების ძიებაში.დღეს ცვენს წინაშე მკვეთრად დგას სუფთა ჰაერის პრობლემა და მისი მოგვარების გზების ძიების საჭიროება.აღნიშნულ კლასში ამ თემის  ბოლოს არის დავალება,რომ მომზადდეს პროექტი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. რამაც გააფართოვა ინტერესი დავალების შესრულებასთან დაკავშირებით.
მოსალოდნელი შედეგი
მოკლევადიანი შედეგი:მოსწავლეებს შეუძლია მსჯელობა საქართველოს ნაკრძალებზე,დაცულ ტერიტორიებზე,აღკვეთილებზე,სადაც ჰაერი გაცილებით მდიდარია ჟანგბადით.ასევე იმ პრობლემებზე  და მოგვარების გზებზე,სადაც ადამიანმა თავად შექმნა ამის მიზეზი(ტყის უკანონო ჭრა,უმისამართოდ შექმნილი ნაგავსაყრელები, პირუტყვის სასაკლაობები, და ასე შემდეგ.
გრძელვადიანი შედეგი- მოსწავლეები იზრუნებენ ჰაერის სისუფთავეზე და მისი გამოყენების მნიშვნელობაზე.მოსწავლეებს განუვითარდებათ პრობლემის აღმოჩენის, გადაწყვეტილების მიღების და თანამშრომლობის უნარ-ჩვევები, აუმაღლდებათ სამოქალაქო ცნობიერება.
მოსწავლეთა ცოდნის, ასაკის, ინტერესისა და გამოცდილების გათვალისწინება

პროექტში მონაწილე მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად მატი შესაძლებლობის, ინტერესისა და გამოცდილებისა და წინარე ცოდნის გათვალისწინებით, იმ მოსწავლეს, რომელსაც კომპიუტერთან მუშაობა უადვილდება და მეტი გამოცდილება აქვს მას დაევალა ინფორმაცის მოძიება და დახარისხება პროექტის საჭიროების მიხედვით. მოსწავლეებს რომლებსაც საველე პირობებში მუშაობა აინტერესებს სკოლის ეზოს მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება დაევალათ, პრეზენტაციის უნარის მქონე მოსწავლეები კი გააფორმებს პროექტს, შესაბამისად წარმოადგენენ პრეზენტაციას, რასაც ყველა მონაწილე გაეცნობა.


შეფასება და მონიტორინგი
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდები
შეფასების საშუალება/
ინსტრუმენტები
პროექტის დასაწყისში
გონებრივი იერიში,ვიცი,მინდა ვიცოდე.
გეზის მიმცემი კითხვები
მონიშვნები
პროექტის მსვლელობისას
თვითშეფასება
ურთიერთშეფასება
რეფლექსია
დაკვირვება
მონიშვნები
პროექტის დასასრულის შემდეგ
თანატოლთა უკუკავშირი
გასასვლელი ბარათები
პრეზენტაციის გეგმა
შეფასების მოკლე მონახაზი
პროექტის მსვლელობისას ვაფასებ: მოსწავლეთა აქტიურობას, ჩართულობას, ინფორმაციის მოძიებას, პრეზენტაციის, ჯგუფური მუშაობის, მსჯელობისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებს.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვები - როგორ გესმით ჰაერი სიცოცხლეა?
რა ვიცით ჰაერის შესახებ?
რა კავშირი აქვს სუფთა ჰაერს ჯანსაღ ცხოვრებასთან?

თემატური კითხვები-არის თუ არა ჰაერი წყალში, მცენარეებში, ხმელეთზე?
რა აბინძურებს ჰაერს?
შინაარსობრივი კითხვები- არის თუ არა  სუფთა ჰაერი გამოულევადი  რეზსურსი?
რატომ დგას დღეს ატმოსმოსფეროს გაჭუჭყიანების  პრობლემა მთელს მსოფლიოში?


წინარე ცოდნა
·         ქმნის მცირე ზომის ტექსტებს
·         ფლობს ციფრულ ტექნოლოგიებს
·         ამზადებს პოსტერებს
·         მოიძევს ინფორმაციას
სასწავლო პროცედურები
I კვირა-პროექტის დასაწყისში  ვსვამ ზოგად კითხვას, რატომ არის სასარგებლო სუფთა ჰაერი და როგორია მისი შედგენილობა?
მოსწავლეები ჩამოთვლიან თავიანთ ვერსიებს და ავსებენ გონებრივი იერიშის რუკას. ამის შემდეგ დაფაზე  ვაკრავ ცხრილს ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე. ჩემს მიერ დასმული კითხვების დახმარებით მოსწავლეები პირველ სვეტში ჩამოწერენ რა იციან ჰაერის შესახებ, რას ეწოდება სუფთა ჰაერი, დაბინძურებული ჰაერი, რატომ ვასუუფთავებთ საკლასო ოთახს, ეზოს, საკუთარ საცხოვრებელ გარემოს? რატომ ვიყენებთ ურნას? ამის შემდეგ კლასს დავყოფ ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს მივცემ დავალებას. პირველი ჯგუფი-მოიძიეთ ინფორმაცია თუ რა გავლენას ახდენს ჰაერზე ფაბრიკა - ქარხნებისა და ავტომანქანების გამონაბოლქვი, როცა იგი ტექნიკურად გაუმართავია. როგორ იღუპებიან ცოცხალი ორგანიზმები დაბინძურებულ გარემოში? მეორე ჯგუფის დავალება- როგორ და რა გზით უნდა ვებრძოლოთ ჭუჭყიან გარემოს? რა როლია აკისრია მცენარეებს ატმოსფეროს გასუფთავების საქმეში?
რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში?
II კვირა-  სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება, სასწავლო ექსკურსიის მოწყობა ვანის მუნიციპალიტეტის, სოფ. სულორის კურორტზე მდებარე ტყის მასივში, სადაც იმსჯელეს კითხვებზე
როგორი სახისაა მცენარეები წიწვოვანი, ფოთლოვანი თუ შერეული?
სად უფრო სუფთა ჰაერი ტყეში,დაბლობზე, სოფლად თუ ქალაქად>
III-კვირა ამის შემდეგ მოსწავლეები  წარმოადგენენ ჯგუფებში თავიანთ ნამუშევრებს და აკეთებენ პრეზენტაციებს. პროექტის შეჯამება ხდება კითხვების დასმით:
რით დაგაინტერესათ პროექტმა ,,სუფთა ჰაერი’’?
რა ვისწავლეთ პროექტზე მუშაობის დროს?
რას გაითვალისწინებთ მომავალში?


დასკვნა:
პროექტის დასასრულს ვუბრუნდებით პროექტის დასაწყისში დასმულ კითხვარს და მოსწავლეები ავსებენ გასასვლელ ბილეთებს:
       რა იყო თქვენთვის ცნობილი საკითხთან დაკავშირებით?
        რომელი ახალი ცნებები და ტერმინები გაიგეთ?
        რომელი ნაწილით დარჩი კმაყოფილი?
       კითხვები რომელზეც მინდა პასუხის გაცემა?
        პასუხგაუცემელი კითხვები?
        მივიღე ახალი ინფორმაცია........
       მაქვს მომავალში მიზანი, რომ.....
სასწავლო პროექტის საჭირო რესურსები:
სახელმძღვანელო, ფორმატის ქაღალდი, მარკერი, ვიკიპედია, ფოტო მასალა, ფოტო/ვიდეო კამერა, მობილური ტელეფონი, პროექტორი, გასასვლელი ბილეთები.



























































No comments:

Post a Comment